ირაკლი კობახიძე - „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ვინმეს კითხვები თუ აქვს, მზად ვართ, ვუპასუხოთ, რადიკალური ნაბიჯები მიუღებელია
ირაკლი კობახიძე - „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ვინმეს კითხვები თუ აქვს, მზად ვართ, ვუპასუხოთ, რადიკალური ნაბიჯები მიუღებელია

ვინმეს თუ აქვს კითხვები პროექტთან დაკავშირებით, დასვან და მზად ვართ ვუპასუხოთ. ეს არის ყველაზე გონივრული და სწორი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ არაერთგზის გამოხატა ნება, და ახლაც მზად არის, რომ პროექტთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხოს.

ამასთან, კობახიძე აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან რადიკალური ნაბიჯები მიუღებელია.

„ხელისუფლებამ არაერთგზის გამოხატა საკუთარი ნება, სურვილი, რომ თუ ვინმეს აქვს რაიმე შეკითხვა, ამ შეკითხვებს უპასუხოს. ეს არის ჩვენი პოზიცია. რადიკალური ნაბიჯები, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები. ჩვენ მზად ვართ, დისკუსიისთვის ყველასთან და მხოლოდ ასეთ რეჟიმში შეიძლება ჩვენი მხრიდან გაგრძელდეს ურთიერთობა. მნიშვნელოვანია, გაიმართოს კონსულტაციები კონკრეტულ ადამიანებთან, ვისაც აქვს კითხვები. თუ ვინმეს აქვს კითხვები პროექტთან დაკავშირებით, დასვან და მზად ვართ ვუპასუხოთ. ეს არის ყველაზე გონივრული და სწორი“, – განაცხადა კობახიძემ.