ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობაში“ რამდენიმე ფლანგია და ერთ-ერთ ფლანგს უნდა, თავი მოიწონოს პარტიის აქტივისტების წინაშე, აქციის ჩატარება ვიწრო ქუჩაზე გადაწყვიტეს, რადგან რუსთაველზე ამის ამბიცია არ აქვთ
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობაში“ რამდენიმე ფლანგია და ერთ-ერთ ფლანგს უნდა, თავი მოიწონოს პარტიის აქტივისტების წინაშე, აქციის ჩატარება ვიწრო ქუჩაზე გადაწყვიტეს, რადგან რუსთაველზე ამის ამბიცია არ აქვთ

აქციის ჩატარება ვიწრო ქუჩაზე გადაწყვიტეს, რადგან რუსთაველზე ამის ამბიცია არ აქვთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 3 დეკემბრისთვის დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში დემოკრატიაა, უფლებები დაცულია და შეუძლიათ, აქცია ჩაატარონ.

„ნაცმოძრაობაში“ რამდენიმე ფლანგია და ერთ-ერთ ფლანგს უნდა, თავი მოიწონოს პარტიის აქტივისტების წინაშე და ეს არის ამ აქციის უკან ერთ-ერთი მიზანი. მილიონი აქცია ჩაუტარებიათ. აქციის ჩატარება ვიწრო ქუჩაზე გადაწყვიტეს, რადგან რუსთაველზე ამის ამბიცია არ აქვთ. საქართველოში დემოკრატიაა, უფლებები დაცულია და შეუძლიათ, აქცია ჩაატარონ. ვიწრო ქუჩებით იწყებენ და მგონი, ვიწრო ქუჩებზეც ვერ დარჩებიან, ისეთი მიმართულებით მიდიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 3 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას გამართავენ.