ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობაში“ გრძელდება დაშლის პროცესი, რაც კარგია ჩვენი პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი ფორმით განვითარებისთვის
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობაში“ გრძელდება დაშლის პროცესი, რაც კარგია ჩვენი პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი ფორმით განვითარებისთვის

„ნაცმოძრაობაში“ გრძელდება დაშლის პროცესი, პარტია სუსტდება თანდათანობით, რაც კარგია ჩვენი პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი ფორმით განვითარებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი და სამივე ერთმანეთზე უინტელექტო, ოდიოზური და სამარცხვინო.

„ჩვენთვის დიდად საინტერესო არ არის პროცესი „ნაციონალურ მოძრაობაში“. ერთადერთი, რითიც არის საინტერესო, „ნაცმოძრაობაში“ გრძელდება დაშლის პროცესი, პარტია სუსტდება თანდათანობით, რაც კარგია ჩვენი პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი ფორმით განვითარებისთვის. ამ პოლიტიკურ პარტიაში არის სამი კანდიდატი და სამივე ერთმანეთზე უინტელექტო, ოდიოზური და სამარცხვინო, ვგულისხმობ ხაბეიშვილს, მელიასა და მუმლაძეს. საზოგადოება შეხედავს ამ ყველაფერს და ნახავს, რამდენად გოიმურია თავისი არსით ის პოლიტიკური პარტია, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ და რამდენად უინტელექტოა ის შემადგენლობა, რომელიც ხელმძღვანელობს ამ პოლიტიკურ პარტიას. საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები“, – განაცხადა კობახიძემ.