ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ უახლოეს დღეებში მოუწევს პარლამენტში შესვლა, ეს ნიშნავს მათ სისუსტესა და მარცხს
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ უახლოეს დღეებში მოუწევს პარლამენტში შესვლა, ეს ნიშნავს მათ სისუსტესა და მარცხს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში „ნაციონალურ მოძრაობა“ პარლამენტში შესვლა მოუწევს.

კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ დამარცხებულს უწოდებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ აბრალებდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს, თითქოს არასწორ პოზიციაზე იყვნენ, თუმცა ახლა მათ უწევთ პარლამენტში შემოსვლა. „ნაცმოძრაობას“ მოუწევს უახლოეს დღეებში პარლამენტში შესვლა. ეს ნიშნავს მათ სისუსტეს, მათ არათანმიმდევრულობას და მათ მარცხს“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია შევა თუ არა პარლამენტში. გასულ კვირას, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია კიევში მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა. მელიას თქმით, თვის ბოლოს ცნობილი გახდება, რა გადაწყვეტილება მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.