ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ და გახარიას პარტიას აქვთ კოალიცია ოთხ მუნიციპალიტეტში, ფიქრობენ, თუ ერთმანეთს გაემიჯნებიან, წაადგება მათ პოლიტიკურ შანსებს, რაც ღიმილის მომგვრელია
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ და გახარიას პარტიას აქვთ კოალიცია ოთხ მუნიციპალიტეტში, ფიქრობენ, თუ ერთმანეთს გაემიჯნებიან, წაადგება მათ პოლიტიკურ შანსებს, რაც ღიმილის მომგვრელია

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და პარტია „საქართველოსთვის“ შექმნილი აქვთ კოალიცია ოთხ მუნიციპალიტეტში.

მისივე თქმით, ისინი ფიქრობენ, მათი გამიჯვნა ორივე პარტიის პოლიტიკურ შანსებს წაადგება, რაც ღიმილის მომგვრელია.

„ფიქრობენ, თუ ერთმანეთს გაემიჯნებიან პიარული კუთხით, წაადგება ორივე პარტიის პოლიტიკურ შანსებს, რაც ღიმილის მომგვრელია, ერთი მარტივი მიზეზის გამო. ამ ორ პარტიას შექმნილი აქვს კოალიცია ოთხ მუნიციპალიტეტში, ამას ხედავს საზოგადოება. რომელი პიარული ტრიუკებით უნდა გადაფარონ ეს. მათ აქვთ კოალიცია, პირდაპირ ალიანსი შექმნილი ოთხ მუნიციპალიტეტში. ასეთ პირობებში, პიარული ტრიუკებით მათი ალიანსი ვერ გადაიფარება“, – განაცხადა კობახიძემ.