ირაკლი კობახიძე -„ნაცმოძრაობამ“ აიძულა გარკვეული ადამიანები, ჩართულიყვნენ ისეთ აქტივობაში, რომელიც ქაჯობად შეიძლება შეფასდეს, იციან ამ ადამიანებმა, რომ ემტერებიან სახელმწიფოს ინტერესებს
ირაკლი კობახიძე -„ნაცმოძრაობამ“ აიძულა გარკვეული ადამიანები, ჩართულიყვნენ ისეთ აქტივობაში, რომელიც ქაჯობად შეიძლება შეფასდეს, იციან ამ ადამიანებმა, რომ ემტერებიან სახელმწიფოს ინტერესებს

როდესაც საუბარია ქაჯობაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს უწოდებ ქაჯებს, ხომ?! ანუ ქაჯობაში შეიძლება, ჩართო ადამიანები, როდესაც პოლიტიკურად დაარწმუნებ ადამიანებს ამაში, მაგრამ ქაჯები მე საქართველოს მოქალაქეებისთვის არ მიწოდებია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობამ“ აიძულა გარკვეული ადამიანები, რომ ჩართულიყვნენ ისეთ აქტივობაში, რომელიც ქაჯობად შეიძლება შეფასდეს.

„როგორც კი ეს ადამიანები თავს დაიხსნიან „ნაცმოძრაობისგან“, ის 150 ადამიანი, როგორც კი თავს დააღწევს „ნაცმოძრაობას“, მაშინვე ხელს მიჰყოფს ისეთ საქმიანობას, რომელიც ქაჯობად ვერ შეფასდება. მარტივად არის აქ საქმე, მაგრამ „ნაცმოძრაობამ“ აიძულა ეს ადამიანები, დაარწმუნა, რომ ჩართულიყვნენ ისეთ აქტივობაში, რომელიც ქაჯობად შეიძლება შეფასდეს. რომ იცი, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზამნიმართულად მოქმედებ, საუბარი მაქვს ამ პარტიებზე, ეს არის ზუსტად ქაჯობა. პირდაპირ იციან ამ ადამიანებმა, რომ ემტერებიან სახელმწიფოს ინტერესებს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ ინტერესებს და ეს პროვოკაცია სხვას არაფერს ისახავდა მიზნად და ეს არის „ნაცმოძრაობის“ სახე. ეს არის კოლექტიური ხაბეიშვილი, ეს არის კოლექტიური ვაშაძე, ეს არის ქაჯობა. ეს არის „ნაცმოძრაობის“ სახე რეალურად, ხომ?“ – განაცხადა კობახიძემ.