ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში 36 დეპუტატით შემოვიდა, ახლა ფრაქციაში 20 დეპუტატია, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მეტად წავახალისოთ „ნაცმოძრაობის“ დაშლა
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში 36 დეპუტატით შემოვიდა, ახლა ფრაქციაში 20 დეპუტატია, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მეტად წავახალისოთ „ნაცმოძრაობის“ დაშლა

„ნაცმოძრაობა“ პარლამენტში 36 დეპუტატით შემოვიდა და ახლა მათ ფრაქციაში 20 დეპუტატია. მათი რიგების კლება მათი რეიტინგის პირდაპირპროპორციულია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებული კანონპროექტი ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის დაშლას.

„ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მეტად წავახალისოთ „ნაცმოძრაობის“ დაშლა, მათ შორის, პარლამენტის რიგებში. ბუნებრივია მათი ფრაქციის უკმაყოფილება, რადგან ის ცვლილებები, რომლებსაც მხარს ვუჭერთ, „ნაცმოძრაობის“ დაშლას დამატებით წაახალისებს. ჩვენ ამ პროცესს თავიდან ბოლომდე გავყვებით. ისინი პარტიაში ვითარებას ვერ იჭერენ, არის შიდა კონფლიქტები და შიდა უკმაყოფილება. ბუნებრივია, დაშლის პროცესი გაგრძელდება, ეს კანონპროექტი ხელს შეუწყობს პარლამენტის შიგნით მათი ფრაქციის დაშლას. ამიტომ არიან შეშფოთებული ასეთი ინიციატივით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.