ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არის სერიოზული არეულობა, კლანები, დაპირისპირებული მხარეები, რაც ჩვენს საარჩევნო შედეგს წაადგება
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არის სერიოზული არეულობა, კლანები, დაპირისპირებული მხარეები, რაც ჩვენს საარჩევნო შედეგს წაადგება

ძალიან კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არის სერიოზული არეულობა, კლანები, დაპირისპირებული მხარეები, რაც საბოლოო ჯამში ძალიან წაადგება ჩვენს საარჩევნო შედეგს, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში არ იქნება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამგვარი არეულობის ფონზე, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში იმაზე ნაკლებ ხმებს მოიპოვებს, რასაც დღევანდელი კვლევები აჩვენებს.

„მინდა, ნიკა მელიას ვკითხო – რა უნდა გააკეთოს იმ პოლიტიკოსმა, რომელსაც ბანკი აქვს გაკოტრებული და რომელზეც მას აქვს შეფარდებული კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე. ზოგადად, ძალიან კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არის სერიოზული არეულობა, კლანები, დაპირისპირებული მხარეები, რაც საბოლოო ჯამში ძალიან წაადგება ჩვენს საარჩევნო შედეგს და „ნაცმოძრაობა“ კიდევ უფრო ნაკლებ პროცენტს წაიღებს, ვიდრე თუნდაც, დღევანდელი კვლევები აჩვენებს. ეს არეულობა წაახალისებს ამ ყველაფერს, შესაბამისად, არის ძალიან კარგი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის. იქ არის მერაბიშვილის ხალხი, ახალაიების, მელიას ხალხი და ასე შემდეგ. ისინი არიან გადაკიდებული ერთამენთს, რაც ძალიან ეხმარება სწორ საარჩევნო შედეგს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.