ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხდება კრიმინალებისთვის ხელის დაფარება, ეს არის მათი რეალური სახე
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხდება კრიმინალებისთვის ხელის დაფარება, ეს არის მათი რეალური სახე

მივეჩვიეთ უკვე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ყოველთვის ხდება კრიმინალებისთვის ხელის დაფარება. ეს არის მათი რეალური სახის კიდევ ერთი წარმოჩენა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა რეგიონებში სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

„გუშინ არაერთი ფეიკი ინფორმაცია გავრცელდა ამასთან დაკავშირებით და ამაზე გაკეთდა კომენტარები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. რაც შეეხება კონკრეტული პირების დაკავებას, რომლებიც არიან შემჩნეული გარკვეულ დანაშაულებრივ ქმედებებში, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე. ჩვენ მივეჩვიეთ უკვე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხდება ყოველთვის კრიმინალებისთვის ხელის დაფარება. ეს არის კიდევ ერთი წარმოჩენა მათი რეალური სახის. ეს არის კრიმინალური პოლიტიკური ძალა თავისი კრიმინალური შემადგენლობით, მათ შორის ადამიანური რესურსით, რომლებიც კრიმინალებთან არიან დაკავშირებული. ეს არის მათი სახე და ეს ბუნებრივიც არის მათი მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არეულობის შემოტანის არავითარი რესურსი არ აქვს.

„ეს არის მათი დღის წესრიგი. მათ უნდოდათ ქვეყნის მასშტაბით ამის გაკეთება, თუმცა ეს ე.წ. რეფერენდუმი წააგეს. აქედან გამომდინარე, მათ არეულობის შემოტანის არავითარი რესურსი არ აქვთ, თუმცა თუ თეორიულად დავუშვებთ, სადაც ვერ მოიგეს არჩევნები მუნიციპალურ დონეზე, მეორე ტურში ისინი შეეცდებიან კონკრეტულ მუნიციპალიტეტში დესტრუქციის კერის შექმნას. აქედან გამომდინარე, არც ერთ მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალურ პოლიტიკურ ძალას არ უნდა მივცეთ არჩევნების მოგების საშუალება, ეს არის პრინციპული. საზოგადოებამ ღირსეული პასუხი უნდა გასცეს ამ პოლიტიკურ ძალას ყველა მუნიციპალიტეტში, ოცივე მუნიციპალიტეტში, სადაც ტარდება არჩევნების მეორე ტური“, – განაცხადა კობახიძემ.