ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არიან როგორც არათანმიმდევრულები, ასევე არასწორი საკუთარი პოზიციების დაფიქსირებაში
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არიან როგორც არათანმიმდევრულები, ასევე არასწორი საკუთარი პოზიციების დაფიქსირებაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არიან როგორც არათანმიმდევრულები, ასევე არასწორი საკუთარი პოზიციების დაფიქსირებაში.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კობახიძე აღნიშნული პარტიების იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის გათვალისწინებითაც, ისინი რიგგარეშე სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების განხილვას და კენჭისყრის პროცედურას არ დაესწრნენ.

კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ „გაქანებული პანდემიის დროს ითხოვდნენ, რომ პარლამენტის აქტიური მუშაობა დაეწყო, როცა ასეთი ვითარება აღარ არის და საკანონმდებლო ორგანო აქტიურად მუშაობს, ისინი პარლამენტის მუშაობაში არ მონაწილეობენ“.

„ეს ყველაფერი აჩვენებს მათ არათანმიმდევრულობას. ეს არის იმის მთავარი მიზეზი, რომ მათი რეიტინგი მკვეთრად დაცემულია. ეს ყველაფერი აისახება არჩევნების შედეგებზე. მათთვის უკეთესი იქნებოდა, როგორც საპარლამენტო განხილვებში მიეღოთ მონაწილეობა, ასევე კენჭისყრებში. ხედავთ, რომ ისინი არიან როგორც არათანმიმდევრულები, ასევე არასწორი საკუთარი პოზიციების დაფიქსირებაში. ისინი ასეთი პოზიციებით მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებენ“, – განაცხადა კობახიძემ.