ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის თანამედროვე ბოლშევიკური პარტია, ეს სამწუხარო რეალობაა
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის თანამედროვე ბოლშევიკური პარტია, ეს სამწუხარო რეალობაა

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ოცივე მუნიციპალიტეტში არჩევნები მოვიგოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ რომელიმე მუნიციპალიტეტის მოგების შემთხვევაში, რევკომების შექმნას შეეცება.

„ნაციონალურო მოძრაობის“ იდეური წინამორბედები, წინაპრები-ბოლშევიკები ქმნიდენენ თავის დროზე რევკომებს და ასეთი პატარა რევკომის შექმნას ისინი შეეცდებიან ყველა იმ მუნიციპალიტეტში, რომელიც თეორიულად შეიძლება მოიგონ. აქედან გამომდინარე, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვიგოთ ოცივე მუნიციპალიტეტში არჩევნები და არ მივცეთ „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის შექმნის საშუალება, რომ რაღაც რევკომები ჩამოაყალიბონ სადმე. „ნაციონალური მოძრაობა“ არის თანამედროვე ბოლშევიკური პარტია, ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ნიკა მელიას მიერ დაანონსებულ ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნას, კობახიძე აცხადებს, რომ ეს ვერ მოხდება.

„რევკომის კიდევ ერთი გამოხატულებაა. არავითარი ჩრდილოვანი კაბინეტი ბუნებრივია, არ იქნება. ჩვენ მოვიგეთ დამაჯერებლად პირველი ტური, მათივე ე.წ. რეფერენდუმი და ასევე ჩვენ მოვიგებთ რა თქმა უნდა მეორე ტურს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. აქედან გამომდინარე, მათ მოუწევთ ჩრდილში გადასვლა და არა ჩრდილოვან კაბინეტებში შესვლა“, – განაცხადა კობახიძემ.