ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილის, კეზერაშვილის ფულისთვის მიმდინარეობს ბრძოლა, ოდიოზურები და უინტელექტოები არიან კანდიდატები, საინტერესო არ არის ეს პროცესი
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილის, კეზერაშვილის ფულისთვის მიმდინარეობს ბრძოლა, ოდიოზურები და უინტელექტოები არიან კანდიდატები, საინტერესო არ არის ეს პროცესი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ხდება, საოცრებაა. მთავარია, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებამ მხედველობიდან არ გაუშვას და დააკვირდეს, თუ რამდენად წარმოუდგენლად უინტელექტო შემადგენლობაა „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობაში შეკრებილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების მხრიდან გაკეთდება დასკვნები, რომლებიც, მათ შორის, საპარლამენტო არჩევნებზეც უნდა აისახოს.

„არის ფული და შიდა ძალაუფლება. ძალაუფლებისთვის იბრძვიან, მათ ქვეყნის ძალაუფლებაში დაბრუნების შანსი აღარ აქვთ და, აქედან გამომდინარე, ბრძოლა და დაპირისპირება მიდის შიდა ძალაუფლებისთვის. ანუ, ჩვენ ვერაფერი გვიქნეს და ახლა ერთმანეთს უშვებიან, ერთმანეთს ებრძვიან და უპირისპირდებიან. სააკაშვილის, კეზერაშვილის ფულისთვის მიმდინარეობს ბრძოლა და ალბათ გაგრძელდება ეს ბრძოლა. ოდიოზურები და უინტელექტოები არიან კანდიდატები და საინტერესო არ არის ეს პროცესი“, – განაცხადა კობახიძემ.