ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაქმნელად რესურსი არ გააჩნია
ყველაფერი, რაც გუშინ ხდებოდა, კომიკური და არასერიოზული იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაქმნელად რესურსი არ გააჩნია.
„ჩვენ გუშინ ვნახეთ მათი „დიდი აქცია”, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ რაიმე დესტაბილიზაცია შექმნან ქვეყანაში. ყველაფერი, რაც გუშინ ხდებოდა, კომიკური და არასერიოზული იყო. მათ შორის, ის ინიციატივები, რომელიც მათი მხრიდან გაჟღერდა. საქართველოში დესტაბილიზაციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ჩვენ ვართ იმაზე პასუხისმგებელი, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.