ირაკლი კობახიძე - „ნაციონალები“ ამტკიცებენ, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებთ, თუმცა რატომღაც არ აჟრიალებთ ხოშტარიას მიერ მიღებულ რუსულ რუბლებზე, რადგან ეს ჟრიალი ხელოვნურია
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალები“ ამტკიცებენ, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებთ, თუმცა რატომღაც არ აჟრიალებთ ხოშტარიას მიერ მიღებულ რუსულ რუბლებზე, რადგან ეს ჟრიალი ხელოვნურია

„ნაციონალები“ თავიანთი ტელევიზიებით, „ენჯეოებით“ ამტკიცებენ, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებთ, თუმცა რატომღაც იმავე „ნაციონალებს“ არ აჟრიალებთ ლიაკა ხოშტარიას მიერ რუსეთის  ბიუჯეტიდან მიღებულ რუსულ რუბლებზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ამ ჟრიალის უკან მხოლოდ პოლიტიკური ინტერესები დგას“.

„ეს ადამიანები – „ნაციონალები“ თავიანთი ტელევიზიებით, თავიანთი „ენჯეოებით“ და ა.შ. ამტკიცებენ, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებთ, თუმცა რატომღაც იმავე „ნაციონალებს“ არ აჟრიალებთ ლიაკა ხოშტარიას მიერ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ რუსულ რუბლებზე. რატომ არ აჟრიალებთ? იმიტომ, რომ ეს ჟრიალი ხელოვნურია. ბუბა კიკაბიძის მიმართ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ პატივისცემას, არაფერ შუაშია აქ კიკაბიძე, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ აქციაზე შესრულდა „თბილისო“ რუსულ ენაზე. სალომე სამადაშვილს თუ აჟრიალებს ყველაფერ რუსულზე, რატომ არ ავარდა მაშინ სცენაზე. არ აჟრიალებს, ხელოვნურია ეს ჟრიალი. სინამდვილეში, არის პოლიტიკური ინტერესი. იმიტომ არ აჟრიალებთ რუსულ სიმღერაზე, „თბილისო“ რომ შესრულდება რუსულად, არ აჟრიალებთ, ხოშტარია რომ იღებს რუბლებს რუსეთის ბიუჯეტიდან, არ აჟრიალებთ, რადგან ეს ჟრიალი არის ხელოვნური. ამ ჟრიალის უკან მხოლოდ პოლიტიკური ინტერესები დგას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.