ირაკლი კობახიძე - „ნაცები“ არიან უნიათო რევოლუციონერები, გაგრძელდება ეკონომიკის განვითარება, კურსი იქნება სტაბილური, ბიზნესს ექნება ყველა პირობა, რომ შეუფერხებლად აწარმოოს საქმიანობა
ირაკლი კობახიძე - „ნაცები“ არიან უნიათო რევოლუციონერები, გაგრძელდება ეკონომიკის განვითარება, კურსი იქნება სტაბილური, ბიზნესს ექნება ყველა პირობა, რომ შეუფერხებლად აწარმოოს საქმიანობა

„მაიდნის“ მოწყობის მეოთხე მცდელობა იყო ოთხ წელიწადში და ოთხივე ჩავარდა, რადგან „ნაცები“ არიან უნიათო რევოლუციონერები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც კი ჩავარდა მაიდანი, მაშინვე დასტაბილურდა ლარის კურსი.

„ლარის კურსი დარჩება აუცილებლად სტაბილური. ეკონომიკა განაგრძობს განვითარებას. ჩვენ წინა თვეშიც, მიუხედავად ამხელა კამპანიისა, რაც წინ უძღოდა არჩევნებს, გვქონდა 11%-იანი ეკონომიკური ზრდა. 10 თვის საშუალო ზრდაა 10%. გაგრძელდება მაღალი ტემპით ეკონომიკის განვითარება, კურსი იქნება სტაბილური და ბიზნესს ექნება ყველანაირი პირობა შექმნილი, რათა შეუფერხებლად აწარმოონ საკუთარი საქმიანობა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მეოთხედ სცადეს, დაეზიანებინათ ამ ქვეყანაში ეკონომიკა, ბიზნესი. როცა „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, ერთ-ერთი მთავარი, რასაც აკეთებდნენ, იყო ბიზნესზე ზეწოლა, ეს იყო მათი ხელწერა. ჩვენ ბიზნესმენებთან კომუნიკაცია გვაქვს მუდმივ რეჟიმში, არავის მოსწონს „მაიდნის“ მცდელობა, ჩავარდნილიც კი. ჩავარდა, დამთავრდა „მაიდნის“ მცდელობა. „მაიდნის“ მოწყობის მეოთხე მცდელობა იყო ოთხ წელიწადში და ოთხივე ჩავარდა, რადგან „ნაცები“ არიან უნიათო რევოლუციონერები“, – განაცხადა პრემიერმა.