ირაკლი კობახიძე – მზად ვართ, ვილაპარაკოთ ყველა საკითხზე, დავიწყოთ საუბარი, თუ მოგვაწვდიან არგუმენტებს კანონებზე, სხვა ქმედებებზე, მაგალითად, კარგი იყო მხარდაჭერა „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის, რასაც საფრანგეთში აკრიტიკებენ?

20:09, 03.11.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს აქვს თავისი ღირებულებები, რომლებიც შესაბამისობაშია ევროკავშირთან, სუვერენიტეტი, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა.

ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა: „რას დადებთ გონივრული დიალოგის წარმოებისთვის მაგიდაზე? საერთო ღირებულებები გვაქვსო, ამბობთ, რისი დადება გსურთ მაგიდაზე, რაზეც შეიძლება, კამათი გაიმართოს? შეიძლება, კანონები გაუქმდეს?“

„ჩვენ ვართ მზად, ვილაპარაკოთ ყველა საკითხზე. მოდით, დავიწყოთ საუბარი, თუ ისინი მოგვაწვდიან არგუმენტებს კანონებზე, სხვა ქმედებებზე, „მოლოტოვის კოქტეილებზე“, მაგალითად. „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის მხარდაჭერა კარგი იყო? კარგია ეს მხარდაჭერა, რომელსაც საფრანგეთში აკრიტიკებენ? რომ ევროპელი ბიუროკრატები უჭერენ მხარს პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას?“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

მსგავსი