ირაკლი კობახიძე - მზად ვართ, თუნდაც ერთპარტიულად შევასრულოთ ევროკავშირის ცხრა მოთხოვნა, „ლელოს“ და მსგავსი რადიკალური პარტიების იმედი არც წარსულში გვქონდა და ვერც მომავალში გვექნება
ირაკლი კობახიძე - მზად ვართ, თუნდაც ერთპარტიულად შევასრულოთ ევროკავშირის ცხრა მოთხოვნა, „ლელოს“ და მსგავსი რადიკალური პარტიების იმედი არც წარსულში გვქონდა და ვერც მომავალში გვექნება

მზად ვართ, თუნდაც ერთპარტიულად შევასრულოთ ევროკავშირის ცხრა მოთხოვნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კარგი იქნება თუ სხვა პარტიებიც ჩაერთვებიან, თუმცა, მისივე თქმით, მათ აირჩიეს რადიკალური დღის წესრიგი.

„თავის დროზე ჩვენ, პრაქტიკულად, თითქმის ერთპარტიულად მოვახერხეთ 12 პუნქტის შესრულება, რის საფუძველზეც მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. ახლაც მზად ვართ, თუნდაც ერთპარტიულად შევასრულოთ ცხრა მოთხოვნა, რომლებიც წამოაყენა ევროკავშირმა. კარგი იქნება, თუ სხვა პარტიების ჩართულობა იქნება. თუმცა, „ლელოს“ და მსგავსი რადიკალური პარტიების იმედი ჩვენ არც წარსულში გვქონდა და ვერც მომავალში გვექნება. მათ აირჩიეს საკუთარი რადიკალური დღის წესრიგი და ალბათ გაჰყვებიან ამ რადიკალურ დღის წესრიგს“, – განაცხადა კობახიძემ.