ირაკლი კობახიძე - მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ინდიკატორებით, კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლებით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა
ირაკლი კობახიძე - მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ინდიკატორებით, კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლებით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა

ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებული, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა და, უფრო მეტიც, განვაცხადეთ, რომ გვინდა, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან; მეტიც, გვინდა, ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს, შესაძლოა, იყოს ისეთივე გზამკვლევი, როგორიც არის ასოცირების დღის წესრიგი.

„დაახლოებით ისეთივე გზამკვლევით, როგორიც არის შედგენილი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის, როგორიც არის ასოცირების დღის წესრიგი. მზად ვართ, რომ კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ინდიკატორებით, კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლებით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. ჩვენ ვართ მოხარული, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მასზე, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ სრულად დამარცხებას აშშ-ში. ჩვენ ვართ ზოგადად ოპტიმისტურად განწყობილი და კიდევ ერთხელ, გვაქვს სრული მზაობა იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები“, – განაცხადა კობახიძემ.