ირაკლი კობახიძე - მზად ვართ, გავატაროთ ნებისმიერი რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და ევროპული ინტეგრაციისთვის
ირაკლი კობახიძე - მზად ვართ, გავატაროთ ნებისმიერი რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და ევროპული ინტეგრაციისთვის

მზად ვართ, გავატაროთ ნებისმიერი რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და ევროპული ინტეგრაციისთვის. მზად ვართ, ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო რეფორმის საკითხი კვლავ დღის წესრიგშია.

„რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, თავიდანვე დავსვით ეს საკითხი და კვლავ დღის წესრიგშია. როგორც კი წარმოგვიდგენენ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კონკრეტულ წინადადებას იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება სისტემა გაუმჯობესდეს, მაშინვე გატარდება შესაბამისი რეფორმა, თუმცა დღემდე გასულია ორი-სამი წელი და ველოდებით, რეფორმებზე ასეთ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ წინადადებებს. ორი-სამი წელია გასული და ჯერ არ შემოგვსვლია, იმედია, შემოვა და განახლდება დისკუსია რეფორმაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.