ირაკლი კობახიძე – მთავრობის ფორმირების დასრულების შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს განვაახლებთ

13:37, 16.06.2018

მთავრობის ფორმირება დასრულდება და ამის შემდეგ განვაახლებთ კონსულტაციებს საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, კონკრეტული კანდიდატი გამოკვეთილი არ არის.

„ჯერჯერობით, ვართ დაკავებული ვართ მთავრობის ფორმირებით და როგორც კი დასრულდება მთავრობის ფორმირება, ალბათ, განახლდება კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით, არ არის გამოკვეთილი კონკრეტული კანდიდატი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი