ირაკლი კობახიძე - „მშვიდობის მტრებს“ 9 დეკემბერს დაანონსებული აქვთ აქცია სლოგანის, “მშვიდობის ქალაქის“ წინააღმდეგ, რასაც მიაღწევენ, ყველა ნახავს
ირაკლი კობახიძე - „მშვიდობის მტრებს“ 9 დეკემბერს დაანონსებული აქვთ აქცია სლოგანის, “მშვიდობის ქალაქის“ წინააღმდეგ, რასაც მიაღწევენ, ყველა ნახავს

ებრძვიან სლოგანებს, თითქმის ყველა სლოგანი გააპროტესტეს. საკუთარი ალტერნატიული სლოგანები ჰქონდათ. ნიკა გვარამიას პირდაპირ შემოთავაზებული სლოგანი ჰქონდა, სიკვდილით სავსე ქალაქი. ამ პოლიტიკური პარტიის სლოგანია, თბილისი ომის ქალაქი. ეს არის არა მხოლოდ მათი სლოგანი, არამედ მიზანიც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ადამიანებს მშვიდობა ყველგან სურთ.

„მშვიდობის მტრებს 9 დეკემბერს დაანონსებული აქვთ აქცია მშვიდობის ქალაქის, ამ სლოგანის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ, სინამდვილეში, მათ აღიზიანებთ არა სლოგანები, არამედ მშვიდობა ამ ქალაქში. ეს არის ერთადერთი მიზეზი, ისინი არიან მშვიდობის მტრები – უნდა იყვნენ მტრედები და არიან მტრები. შესაბამისად, მშვიდობის მტრები აქციას აანონსებენ. რასაც მიაღწევენ, ყველა ნახავს. ადამიანებს მშვიდობა ყველგან უნდათ, ჩვენს ქვეყანაში, სხვა ქვეყნებში, კიევში. მათი დამოკიდებულებაა მშვიდობის მტრობა“, – განაცხადა კობახიძემ.