ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, მმართველი გუნდის მთავარი ამოცანაა, 31 ოქტომბრამდე მშვიდობიანად მივიდეთ
ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, მმართველი გუნდის მთავარი ამოცანაა, 31 ოქტომბრამდე მშვიდობიანად მივიდეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აქცია მოაწყვეს, რა დროსაც მმართველ გუნდსა და მის წარმომადგენლებს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ.

ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალადობაში ადანაშაულებს.

„ხუთი წუთის წინ ახალი ამბავი მომწერეს ძალადობაზე. მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აქცია მოაწყვეს, სადაც მმართველ გუნდსა და მის წარმომადგენლებს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ. ამის შემდეგ ლაშა ქველაძე შენობაში შეჭრას აპირებდა, ამ დროს იყო კამათი და ფიზიკური დაპირისპირება. ერთ-ერთ წარმომადგენელს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა პერანგი შემოახია. საერთაშორისო პარტნიორებს ინფორმაციას ვაწვდიდით, თუ როგორი ტაქტიკა შეიძლება ჰქონოდა რადიკალურ ოპოზიციას და მათი მხრიდან პროვოკაციების მატება ოქტომბრისთვის მოსალოდნელი იყო, ამას ყველა ვხედავთ. მომატებულია ასეთი პროვოკაციები რამდენიმე ოლქში, მათ შორის, ქვემო ქართლის ორ ოლქში, თბილისში კონკრეტულ რაიონში“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ყველას მოუწოდებს, პროვოკაციებისგან თავი შეიკავოს.

„მმართველი გუნდის მთავარი ამოცანაა, რომ 31 ოქტომბრამდე სამართლიანი და მშვიდობიანი პროცესით მივიდეთ და ამომრჩეველმა თავისი არჩევანი მშვიდ გარემოში გააკეთოს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი