ირაკლი კობახიძე – მოუთმენლად ველოდები ჩემს სომეხ კოლეგასთან ერთად დღევანდელ ფეხბურთის მატჩზე დასწრებას, ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ სპორტული და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას

17:22, 23.03.2025

მოუთმენლად ველი ჩემს სომეხ კოლეგასთან ერთად დღევანდელ ფეხბურთის მატჩზე დასწრებას, რომელიც ჩვენს ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ორივე ქვეყნის სურვილია, ხელი შეუწყონ როგორც სპორტული, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას.

„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს. მოუთმენლად ველი ჩემს სომეხ კოლეგასთან ერთად დღევანდელ ფეხბურთის მატჩზე დასწრებას, რომელიც ჩვენს ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართება. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ როგორც სპორტული, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

მსგავსი