ირაკლი კობახიძე - „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში იქნებოდა სრული კოორდინაცია ადგილობრივ აგენტურასთან, ეს ჩანს იმ ტექსტიდანაც, რომელიც გამოქვეყნდა „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის სახით
„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში იქნებოდა სრული კოორდინაცია ადგილობრივ აგენტურასთან, ამაში ეჭვი არავის გვეპარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეს ჩანს იმ ტექსტიდანაც, რომელიც გამოქვეყნდა „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის სახით.
„აგენტურა რომ იქნებოდა კოორდინაციაში, ეს არ არის გასაკვირი. ეს ჩანს იმ ტექსტიდანაც, რომელიც გამოქვეყნდა „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის სახით. იქნებოდა სრული კოორდინაცია ადგილობრივ აგენტურასთან, ამაში ეჭვი არავის გვეპარება“, – განაცხადა პრემიერმა.
ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები. ამასთან, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ „უნდა გაუქმდეს ოჯახური ღირებულებების, გამჭვირვალობის, აგენტების რეგისტრაციის კანონები და უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები“.