ირაკლი კობახიძე – მოხარული ვართ, რომ საქართველო მსოფლიო მასშტაბით არის ერთ-ერთი მოწინავე ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც აღინიშნა ამერიკულ ანგარიშში

12:34, 09.10.2026

ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველო მსოფლიო მასშტაბით არის ერთ-ერთი მოწინავე ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც აღინიშნა ამერიკულ ანგარიშში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, სასიხარულოა, რომ საქართველოს აქვს სათანადო აღიარება ამ მიმართულებით. მისივე განცხადებით,  ტრეფიკინგთან ბრძოლა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ეს ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველო მსოფლიო მასშტაბით არის ერთ-ერთი მოწინავე ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც აღინიშნა ამერიკულ ანგარიშში. მოხარული ვართ, რომ საქართველოს აქვს სათანადო აღიარება. ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ტრეფიკინგთან ბრძოლა და მომავალშიც ძალისხმევას არ მოვაკლებთ ამ საქმეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი