ირაკლი კობახიძე – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით
მოხარული ვარ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგის ხელმძღვანელობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგის ხელმძღვანელობით.
შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე, ეკონომიკური კავშირების განმტკიცების ახალ შესაძლებლობებსა და ჩვენი ქვეყნებისთვის პრიორიტეტულ სხვა სფეროებში თანამშრომლობის განვითარებაზე“, – აღნიშნავს პრემიერი.
Pleased to host the delegation of the People’s Republic of China, led by Vice President H.E. Han Zheng, on its official visit to Georgia 🇬🇪🇨🇳
Our discussions focused on further advancing the comprehensive strategic partnership, exploring new opportunities to strengthen economic ties and promoting cooperation in other priority areas between our countries.
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) November 8, 2026