ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია ინტენსიური მუშაობა, რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ აეროპორტის პროექტი და ახალი სტადიონის მშენებლობა, რათა შევძლოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა
ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია ინტენსიური მუშაობა, რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ აეროპორტის პროექტი და ახალი სტადიონის მშენებლობა, რათა შევძლოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა

ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და ამ გეგმების განხორციელებას აქტიურად უნდა შევუდგეთ, გვაქვს დაანონსებული მასშტაბური პროექტები, რომელთა განხორციელებისთვის თითოეული დღე და თითოეული კვირა მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არცერთი დღე და არცერთი კვირა არ უნდა ჩავარდეს.

„დაანონსებული გვაქვს აეროპორტის პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ინტენსიური მუშაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ ამ პროექტის პირველი ფაზა და შემდეგ უკვე სრულად დავასრულოთ აეროპორტის პროექტის განხორციელება. გვაქვს სტადიონის პროექტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, არცერთი დღე და არცერთი კვირა არ გავაცდინოთ იმისთვის, რომ დროულად შევძლოთ სტადიონის დასრულება და ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა, რაც არის ჩვენ მიერ გაცხადებული ამბიციური მიზანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.