ირაკლი კობახიძე - არის საკითხები მიზანშეწონილობის ნაწილში, სადაც რეკომენდაციებს არ მივყვებით და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ
ირაკლი კობახიძე - არის საკითხები მიზანშეწონილობის ნაწილში, სადაც რეკომენდაციებს არ მივყვებით და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ

მიზანშეწონილობის ნაწილში არის საკითხები, სადაც რეკომენდაციებს არ მივყვებით და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის გენერალურ მდივანსა და კომისიის ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის, სასამართლოს საკითხებზე და საარჩევნო თემატიკას.

„ჩვენ ზოგადად მიმოვიხილეთ ის დასკვნა, რომელიც უკვე არის წარმოდგენილი ვენეციის კომისიის მხრიდან სასასმართლოსთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, სადაც საქმე ეხება სამართლებრივ პრინციპებს, იქ ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებთ. სადაც საქმე ეხება მიზანშეწონილობის საკითხებს, იქ უმეტეს შემთხვევაში ხდება რეკომენდაციების გათვალისწინება, თუმცა არის საკითხები, სადაც რეკომენდაციებს არ მივყვებით და აქ ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს. რაც შეეხება ცესკო-ს, ცესკოსთან დაკავშირებით ჯერკიდევ ველოდებით ვენეციის კომისიისგან დასაკვნას. აქედან გამომდინარე, დეტალებზე არ გვქონია საუბარი, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ განვუმარტეთ ვენეციის კომისიის წარმოამდგენლებს, თუ რამ განაპირობა ეს ცვლილებები, რომლებიც უკავშირდება ცესკო-ს დაკომპლექტების წესს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.