ირაკლი კობახიძე - მიუღებელია, როცა ევროპარლამენტარები ცდილობენ მართლმსაჯულებაში პოლიტიზებულ ჩარევას, ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას
ირაკლი კობახიძე - მიუღებელია, როცა ევროპარლამენტარები ცდილობენ მართლმსაჯულებაში პოლიტიზებულ ჩარევას, ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტში გუშინ გამართული დებატების შეფასებისას აცხადებს, რომ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური მოტივით ჩარევის მცდელობა მიუღებელია.

კობახიძის თქმით, ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას, რაც ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.

„რაც შეეხება მართლმსაჯულებაში პოლიტიკური მოტივით ჩარევის მცდელობას, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვართ საქართველოს პარლამენტის წევრები და ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი განცხადებების კეთებისგან ისეთ თემაზე, რომელიც უკავშირდება პატიმარს, მის პატიმრობას თუ გათავისუფლებას და ა.შ. ჩვენ ვცდილობთ ამას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები ვართ. აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ევროპარლამენტარები ცდილობენ, განახორციელონ პოლიტიზებული ჩარევა მართლმსაჯულებაში. ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას, რაც არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი და ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. როცა ვხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც არ სცემენ პატივს ელემენტარულ პრინციპს, რასაც ჰქვია სამართლის უზენაესობა, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კორუფციის კუთხით – კორუფციას ბევრი სახე აქვს, არა მარტო ფულთან შეიძლება ჰქონდეს შეხება კორუფციას – კორუფციის კუთხით, არის სერიოზული პრობლემები ევროპარლამენტში. დოკუმენტი, რომელიც განიხილება ევროპარლამენტში და დებატები, რომელიც გაიმართა, ამის კიდევ ერთი დასტურია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.