ირაკლი კობახიძე - მიტინგები იგეგმება ძალადობრივად და, უბრალოდ, ამორალურია, როცა ძალადობრივ მიტინგზე სკოლის ბავშვების მიიყვანა გინდა
მიტინგები იგეგმება ძალადობრივად და როდესაც გინდა, სკოლის ბავშვები მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ ამორალურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ ჰქონია მორალი.
„ესენი არიან ამორალური ადამიანები. წინასწარ ხომ იციან, რომ მიტინგები იგეგმება ძალადობრივად და როდესაც ბავშვს რთავ პოლიტიკაში, როცა ბავშვი მიგყავს ძალადობრივ მიტინგზე, გინდა, სკოლის ბავშვები მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ არის ამორალური. თუმცა ამ ქალბატონს, როგორც გაირკვა, არასდროს, ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ ჰქონია მორალი არავითარი თვალსაზრისით და დღესაც ავლენს საკუთარ ამორალურობას. მადლობა ღმერთს, რომ პრეზიდენტის პოსტზე, ფორმალურად, მაგრამ როგორც არის, მას ზუსტად ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი“, – განაცხადა პრემიერმა.