ირაკლი კობახიძე -  მიშელის დოკუმენტის შესრულება არის ჩვენი პასუხისმგებლობა და თავიდან ბოლომდე შესრულდება
ირაკლი კობახიძე - მიშელის დოკუმენტის შესრულება არის ჩვენი პასუხისმგებლობა და თავიდან ბოლომდე შესრულდება

შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ამ დოკუმენტს ბოლომდე მივყვებით და თავიდან ბოლომდე შესრულდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ იქნება.

„რვა პარტიიდან, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, ოთხს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ამ დოკუმენტს ბოლომდე მივყვებით და თავიდან ბოლომდე შესრულდება. ამ თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.