ირაკლი კობახიძე - მადლობა ყველა ამომრჩეველს, ვინც დღეს არჩევნებზე მოვიდა
ირაკლი კობახიძე - მადლობა ყველა ამომრჩეველს, ვინც დღეს არჩევნებზე მოვიდა

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, ვინც დღეს არჩევნებზე მოვიდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ განაცხადა.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, ვინც დღეს მოვიდა და თავისი არჩევანი დააფიქსირა და რა თქმა უნდა, როგორც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მინდა ჩვენს მხარდამჭერებს ვუთხრა დიდი მადლობა. მადლობა ჩვენი პარტიის წევრებს, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ახალგაზრდულ ორგანიზაციას. თითოეული თქვენგანის წვლილი ამ გამარჯვებაში განსაკუთრებულია“, – განაცხადა კობახიძემ.

20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში, არჩევნებმა ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული სპეციალური წესების დაცვით ჩაიარა. ამასთან, სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობისთვის 127 კოვიდუბანი მოქმედებდა.