ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი დაბრუნებას ვერ გაბედავს, ამის არც შნო აქვს და არც რესურსი
ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი დაბრუნებას ვერ გაბედავს, ამის არც შნო აქვს და არც რესურსი

მიხეილ სააკაშვილი დაბრუნებას ვერ გაბედავს, ამის არც შნო აქვს და არც რესურსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ორი სიტყვით გეტყვით, ვერ გაბედავს. მას მიზეზებისა და საბაბების მოძებნა არ გაუჭირდება. შეიძლება, რაღაცას დააბრალოს, რაღაცას არ დააბრალოს. მაგრამ, ორი სიტყვით გეტყვით, ვერ გაბედავს ამის გაკეთებას. ვიცით, რომ მას ამის არც შნო აქვს და არც რესურსი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.