ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტისთვის ყველაზე ოპტიმალური იქნება, თუ 15 კომიტეტის ნაცვლად, ათი შეიქმნება
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტისთვის ყველაზე ოპტიმალური იქნება, თუ 15 კომიტეტის ნაცვლად, ათი შეიქმნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტისთვის ყველაზე ოპტიმალური იქნება, თუ დღეს არსებული 15 კომიტეტის ნაცვლად, ათი კომიტეტი შეიქმნება.

ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ განმარტა, რატომ არ მცირდება კომიტეტების რაოდენობა რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით.

„კომიტეტების შემცირების შემთხვევაში, პარლამენტს კომიტეტების ნაწილში ექნება სიმეტრიული და ლოგიკური სტრუქტურა, თუმცა განსხვავებული მოსაზრებები იყო. შესაბამისად, ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ ეს ცვლილებები არ განგვეხორციელებინა. მიზეზი იყო სპეკულაციური განცხადებები. სპეკულაცია იყო იმის თაობაზე, თითქოს, კომიტეტების შერწყმით დაიკარგებოდა დიასპორა, ახალგაზრდობა, სპორტი, სოფლის მეურნეობა და ა.შ.

პოლიტიკისთვის ასეთი სპეკულაციები უცხო არ არის. ხანდახან სპეკულაციების გადალახვა გვიწევს, როგორც დღეს უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ფრაქციებთან დაკავშირებით. კომიტეტებთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილება მივიღეთ, ამ შემთხვევაში სპეკულაციებმა გარკვეულწილად გაიმარჯვა. თუმცა, ვნახოთ, მომავალში, შეიძლება ასეთი ცვლილებები მაინც განხორციელდეს“, – განაცხადა კობახიძემ.