ირაკლი კობახიძე - მძიმე წარსულით გაერთიანებული პოლიტიკური ძალა ქართულ საზოგადოებაში ვერ იქნება წარმატებული, განხეთქილებებიც, რომლებიც აშკარაა ოპოზიციაში, მათი სისუსტის გამოხატულებაა
ყველაფერი დევს ხელისგულზე. ესენი არიან აბსოლუტურად დასუსტებული პოლიტიკური ძალები. თვითონ დაისუსტეს საკუთარი თავი, საკუთარი წარსულითა და მიმდინარე პროცესებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ოპოზიციაში დაპირისპირებას ეხებოდა.
„მთლიანობაში, ამ გაერთიანებას წარმატების არავითარი რესურსი არ აქვს. ეს არის ძალიან მძიმე წარსულით გაერთიანებული პოლიტიკური ძალა. ისეთ საზოგადოებაში, როგორიც არის ქართული საზოგადოება, ასეთი წარსულით, ასეთი ტიპის პოლიტიკური ძალა წარმატებული ვერ იქნება. მათი სისუსტის გამოხატულება და გამოვლინებაა განხეთქილებებიც, რომლებიც აშკარაა ამ გაერთიანებაში“, – განაცხადა კობახიძემ.