ირაკლი კობახიძე - მძიმე, შემაშფოთებელი ტენდენციებია, რაც მსოფლიოს მასშტაბით მედიის თავისუფლებას უკავშირდება, იმედი გვაქვს, ეს ტენდენცია შეიცვლება
ირაკლი კობახიძე - მძიმე, შემაშფოთებელი ტენდენციებია, რაც მსოფლიოს მასშტაბით მედიის თავისუფლებას უკავშირდება, იმედი გვაქვს, ეს ტენდენცია შეიცვლება

აშკარად მძიმე ტენდენციებია, რაც მსოფლიოს მასშტაბით მედიის თავისუფლებას უკავშირდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძეს ჰკითხეს, როგორ შეაფასებდა საკითხს, რომ ევროპაში ბიძინა ივანიშვილის სტატიები იბლოკება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს შემაშფოთებელი ტენდენციაა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მეტი ინფორმაცია გვაქვს, უბრალოდ, ამაზე ღრმად საუბარი გამიჭირდება. იგივე ბატონი ბიძინა ივანიშვილის შემთხვევა რომ გავიხსენოთ, როცა საქმე ეხებოდა ბანკთან დაკავშირებულ სტატიებს, მარტივად იბეჭდებოდა, როგორც კი გადადიოდა სტატიები ბანკის მენეჯმენტზე, მაშინვე იბლოკებოდა, რაც მეტყველებს ცენზურაზე, რომელიც დამკვიდრებულია საკმაოდ ფართო მასშტაბით. ეს არის შემაშფოთებელი ტენდენცია და იმედი გვაქვს, ეს ტენდენცია შეიცვლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.