ირაკლი კობახიძე - მათი ეთერიდან, ტროლებისა და ბოტების საქმიანობიდან ტერორიზმი ძალიან კარგად ჩანს, ისინი მუდმივად აბულინგებენ ყველას, ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს

მათი ეთერიდან, ტროლებისა და ბოტების საქმიანობიდან ტერორიზმი ძალიან კარგად ჩანს, ისინი მუდმივად აბულინგებენ ყველას, ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოში დემოკრატიის გარანტია.

„მათი ეთერიდან, ტროლებისა და ბოტების საქმიანობიდან ტერორიზმი ძალიან კარგად ჩანს. ისინი მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ არა მხოლოდ პარტიების ბულინგს, არამედ ყველა იმ ადამიანის ბულინგს, ვისაც აქვს განსხვავებული მოსაზრება. „მთავარი არხის“ გუშინდელი ეთერი რომ გავიხსენოთ, რამდენჯერაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სცადა განსხვავებული აზრის გამოთქმა, მას სიტყვა ორ-სამ წუთში შეაწყვეტინეს და არ გააგრძელებინეს. ტერორი თავისკენ მოიკითხონ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ეს პარტია საქართველოში არის დემოკრატიის განვითარების გარანტი და ამ ფუნქციას მომავალშიც შევასრულებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.