ირაკლი კობახიძე - მარიხუანას მოხმარებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ სამართლებრივი ვაკუუმი შექმნა
ირაკლი კობახიძე - მარიხუანას მოხმარებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ სამართლებრივი ვაკუუმი შექმნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მარიხუანას მოხმარებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ სამართლებრივი ვაკუუმი შექმნა.

მისი თქმით, ამ ვაკუუმს სჭირდება შევსება, რაც პარლამენტის პრეროგატივაა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, შესაბამისად, შეიქმნა სამართლებრივი ვაკუუმი, რასაც სჭირდება შევსება და ეს არის პარლამენტის პრეროგატივა. ჩვენ გვექნება ორი სასესიო კვირა სექტემბერში და ალბათ, საჭიროა, ამ სამუშაოს სასწრაფოდ დაწყება იმისთვის, რომ სექტემბერშივე მოვახერხოთ ვაკუუმის შევსება. დღეს ეს სკითხი აბსოლუტურად გახსნილია. ვფიქრობთ, რომ გვაქვს რესურსი ამ საკითხის მკაცრი რეგლამენტაციის. უნდა მოხდეს ამ საკითხის მკაცრი რეგლამენტაცია, ეს არის ჩემი პირადი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის“ წევრების, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის არსებული ყველა სანქცია არაკონსტიტუციურად ცნო.

დატოვე კომენტარი