ირაკლი კობახიძე – მაღალი დონის პანელზე კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაერო-ს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

19:00, 23.09.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ერთგულია გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ.

„მაღალი დონის პანელზე, სახელწოდებით „მშვიდობის დაპირების განმტკიცება ჩვენს ხელთ არსებული ძალის გამოყენებით“ მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის. კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი