ირაკლი კობახიძე – მადლობა ვილი სანიოლს წვლილისთვის, რომელიც ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა, ყველაზე დიდ წარმატებას ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიაღწია
მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
მთავრობის მეთაური წარმატებებს უსურვებს ვილი სანიოლს მომავალ სამწვრთნელო კარიერაში.
„მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა. დღემდე ყველაზე დიდ წარმატებას ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიაღწია. წარმატებები მას მომავალ სამწვრთნელო კარიერაში!“, – აღნიშნავს პრემიერი.
ცნობისთვის, ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული ნაკრები დატოვა, გუნდს კი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს.