ირაკლი კობახიძე - ლოიდ ოსტინის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება, რომ საქართველოსა და აშშ-ს მჭიდრო, მუდმივად გაღრმავებადი თანამშრომლობა გვაქვს
ირაკლი კობახიძე - ლოიდ ოსტინის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება, რომ საქართველოსა და აშშ-ს მჭიდრო, მუდმივად გაღრმავებადი თანამშრომლობა გვაქვს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზირი ცხადჰყოფს, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა.

მისი თქმით, პრემიერისა და ლოიდ ოსტინის შეხვედრაზე საუბარი მნიშვნელოვან თემებს შეეხო.

„ლოიდ ოსტინის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო და მუდმივად გაღრმავებადი თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ამას ცხადჰყოფს თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში, სადაც იყო მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი მისი და პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე. მათ შორის განსაკუთრებით სამხედრო კუთხით თანამშრომლობას ეხებოდა საუბარი. ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ჩვენთვის გამომდინარე იქედან, რომ აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა“, – განაცხადა კობახიძემ.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.