ირაკლი კობახიძე - ლოგიკურია, რომ გვარამია ხვდება ზუსტად იმ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს, რომლებიც არიან ჩართული საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში
ირაკლი კობახიძე - ლოგიკურია, რომ გვარამია ხვდება ზუსტად იმ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს, რომლებიც არიან ჩართული საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში

კიდევ ერთხელ გაირკვა, ვისი დაკვეთით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია. მანამდე ვიოლა ფონ კრამონმაც თქვა, რომ წინასწარ ჰქონდა ამ ხაზთან შეთანხმებული ეს სალომე ზურაბიშვილს. მათ ბევრად ადრე იცოდნენ შეწყალების თაობაზე, ვიდრე საზოგადოებამ გაიგო ამის შესახებ საქართველოში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას სტრასბურგში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, ლოგიკურია, რომ გვარამია ევროპარლამენტში ჩადის და ხვდება ზუსტად იმ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს, რომლებიც არიან ჩართული საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში.

„ეს აბსოლუტურად ლოგიკურია და ასევე, ეს ყველაფერი მეტყველებს ამ ადამიანების დამოკიდებულებაზე საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართ.  შეგახსენებთ, რომ გვარამია არის ზუსტად ის ადამიანი, რომელიც ფუთავდა 2007 წელს ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრას. ანუ, ის არის პირდაპირ ასოცირებული დამოუკიდებელ მედიაზე შეტევასთან. ასევე, მოგვიანებით მისი საქმიანობა დაკავშირებულია, მაგალითად, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გაძარცვასთან 7 მლნ ლარით და ა.შ. როდესაც ასეთ ადამიანს ხვდებიან, როგორც მედიის წარმომადგენელს, ეს მეტყველებს ამ ადამიანების დამოკიდებულებაზე მედიის თავისუფლების ფენომენის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.