ირაკლი კობახიძე – ლიეტუვაში როდესაც იბარებენ საქართველოს ელჩს საქართველოში კანონის მიღებასთან დაკავშირებით, საჭიროებს რეაგირებას, ეს არის თავხედობა და მეტი არაფერი

21:15, 31.05.2024

ლიეტუვაში როდესაც იბარებენ საქართველოს ელჩს საქართველოში კანონის მიღებასთან დაკავშირებით, საჭიროებს რეაგირებას, ეს არის, უბრალოდ, თავხედობა და მეტი არაფერი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძემ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში აქციაზე გამოსვლას შეეხებოდა, გაუგებარი უწოდა.

„რაც შეეხება ესტონეთში გაკეთებულ განცხადებას, ესეც ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთი, რომ პრემიერ-მინისტრმა არ იცის, რას აკეთებს მისი საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს აბსოლუტურად გაუგებარია; მეორე, პრემიერის მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესების შედარება უკრაინულ „მაიდანთან“, რომელმაც უბედურებაში გახვია ჩვენი მეგობარი ქვეყანა, არის აბსოლუტურად გაუგებარი პირადად ჩემთვის. სხვა შეფასებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ“, – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი