ირაკლი კობახიძე - ლიბერალური ფაშიზმი ყველგან ათანაბრებს ადამიანებს მახინჯი ფორმით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველოში შევაჩეროთ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველოში შევაჩეროთ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ლიბერალური ფაშიზმი ყველგან ათანაბრებს ადამიანებს ძალიან მახინჯი ფორმით.
„ვნახე ამერიკული ვიდეოები, სადაც ამერიკელი ლიბერალები იცინოდნენ კირკის მკვლელობაზე. ვიზუალურადაც კი ჰგვანან ეს ადამიანები ქართველ ლიბერალ-ფაშისტებს. ფარჯიანი და ბრაჭველი რომ აიღოთ, აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანები, არც კაცებს ჰგვანან და არც ქართველებს, არაფერს ჰგვანან. ზუსტად ასეთივე ამერიკელები საუბრობდნენ იმავე ტექსტებით ამ შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით. ლიბერალური ფაშიზმი ყველგან ათანაბრებს ადამიანებს ძალიან მახინჯი ფორმით. ერთნაირია ქართველი ლიბერალ-ფაშისტი და ამერიკელი ლიბერალ-ფაშისტი, გარეგნობითაც კი ჰგვანან ერთმანეთს. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველოში შევაჩეროთ ლიბერალური ფაშიზმის, ამ იდეოლოგიის გავრცელება. ამას ემსახურებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ამას ემსახურებოდა ბევრი სხვა ნაბიჯი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არავითარი გასაქანი არ მიეცეს ლიბერალურ ფაშიზმს საქართველოში. 100 წლის წინ ასეთი ყურადღებით რომ ემოქმედათ ქართველებს, როდესაც საქართველოში გარედან თავს გვახვევდნენ ბოლშევიზმს, ბოლშევიზმიც ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ყურადღება, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ გამჭვირვალობის კანონს, რადგან ეს კანონი, პირველ რიგში, არის კანონი ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ და ჩვენ გავუფრთხილდებით ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აქამდე გადაგვიდგამს ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ. ამ სახედაკარგულ ადამიანებს სხვები არ უნდა დაემსგავსონ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ტენდენციები. ნახეთ, რა სახეებით იდგნენ ადამიანები საარჩევნო შტაბის წინ. ლიბერალ-ფაშისტები, სახედაკარგული ადამიანები, ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენ მათზე უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ როდესაც ფაშისტური სულისკვეთებით მოქმედებენ, ბუნებრივია, რეაგირებაც უნდა გვქონდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.