ირაკლი კობახიძე – კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, განათლების რეფორმის სრულფასოვნად განხორციელების შემდეგ ეს სისტემური პრობლემები მოიხსნება

15:37, 25.06.2026

ბიზნეს ასოციაციის, მათი კვლევების პრეზენტაციები როცა იმართება ხოლმე, ისინი აცხადებენ, რომ ნომერ პირველი პრობლემა არის, ზოგადად, სამუშაო ძალის დეფიციტი. მეორე პრობლემა არის კვალიფიცური სამუშაო ძალის დეფიციტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, მთავარი გამოსავალი არის განათლების სისტემის გაუმჯობესება.

„ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ბიზნეს ასოციაციის, მათი კვლევების პრეზენტაციები როცა იმართება ხოლმე, ისინი აცხადებენ, რომ ნომერ პირველი პრობლემა არის, ზოგადად, სამუშაო ძალის დეფიციტი და მეორე პრობლემა არის კვალიფიცური სამუშაო ძალის დეფიციტი. მთავარი გამოსავალი არის განათლების სისტემის გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი მიზეზი დასაქმების სტრუქტურის შეცვლაც იყო, რატომაც ჩვენ გამოვედით განათლების კომპლექსური რეფორმის ინიციატივით. მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, უმუშევრობის ნაწილში ეს სისტემური პრობლემები მოიხსნება“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი