ირაკლი კობახიძე - კახა კუჭავა იქნება პარლამენტის შესანიშნავი თავმჯდომარე, რომელიც სათანადოდ წარმართავს პარლამენტის მუშაობას და უპასუხებს ყველა გამოწვევას
ირაკლი კობახიძე - კახა კუჭავა იქნება პარლამენტის შესანიშნავი თავმჯდომარე, რომელიც სათანადოდ წარმართავს პარლამენტის მუშაობას და უპასუხებს ყველა გამოწვევას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კახა კუჭავა სათანადოდ წარმართავს პარლამენტის მუშაობას და უპასუხებს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დგას პარლამენტის წინაშე.

„ჩვენ, ყველანი ვართ დარწმუნებული, რომ კახა კუჭავა იქნება პარლამენტის შესანიშნავი თავმჯდომარე, რომელიც სათანადოდ წარმართავს პარლამენტის მუშაობას და უპასუხებს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დგას პარლამენტის წინაშე როგორც ყოველდღიურ საქმიანობაში, ასევე იმ თვალსაზრისით, რომ თვისობრივად დამატებით უნდა გაძლიერდეს პარლამენტის ინსტიტუციური შესაძლებლობები და მისი რესურსები. ამ ყველაფერს კახა კუჭავა შესანიშნავად შეასრულებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა კუჭავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ დღეს აირჩიეს.