ირაკლი კობახიძე - კრიმინალური ოპოზიცია გეგმავს დესტრუქციულ ქმედებებს, რისთვისაც ყოფილი ძალოვნების ჯგუფები ჩამოაყალიბეს, ვაქვეყნებ ფოტოსურათებს, სადაც ამ ჯგუფების წევრებია მითითებული
ირაკლი კობახიძე - კრიმინალური ოპოზიცია გეგმავს დესტრუქციულ ქმედებებს, რისთვისაც ყოფილი ძალოვნების ჯგუფები ჩამოაყალიბეს, ვაქვეყნებ ფოტოსურათებს, სადაც ამ ჯგუფების წევრებია მითითებული

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია გეგმავს საარჩევნო უბნებზე დესტრუქციულ ქმედებებს, რისთვისაც ყოფილი ძალოვნების ჯგუფები ჩამოაყალიბეს. ამის შესახებ კობახიძე ფეისბუქზე წერს.

„დღეს უკვე ვისაუბრე, რომ კრიმინალური ოპოზიცია გეგმავს საარჩევნო უბნებზე დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას. ამ მიზნისთვის მათ ივნისის თვიდან, სხვადასხვა რეგიონებში, ჩამოაყალიბეს ყოფილი ძალოვნების (ყოფილ შსს-ს თანამშრომელთა, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა) ჯგუფები. ჯგუფები დაყოფილია შემდეგი პრინციპით: ოცეულები, ათეულები და მათი ხელმძღვანელები ე.წ. „სარდლები“.

რა თქმა უნდა, ამ ჯგუფების უკან დგანან ადამიანები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს, დააფინანსეს, დაგეგმეს და პროვოკაციების მოსამზადებლად უკვე განახორციელეს კონკრეტული ქმედებები.

ახალი და კიდევ უფრო დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად, ეს ადამიანები არიან ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, დევი ჭანკოტაძე, ტარიელ აბუაშვილი, ვარლამ (ვალერი) ლორთქიფანიძე, შენგელი (ვიტალი) ბექაური, არჩილ ომიაძე, ბესო ნადირაძე.

ასევე ვაქვეყნებ მოპოვებულ ფოტოსურათებს, სადაც მითითებულია ხსენებული ჯგუფების კონკრეტული წევრები. ამ სიის მსგავსად, დაჯგუფებაში ირიცხება სამასზე მეტი წევრი“, – წერს ირაკლი კობახიძე,