ირაკლი კობახიძე – კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა ალექსანდრ ვუჩიჩთან, ვისაუბრეთ საქართველო-სერბეთის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობებზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
როგორც პრემიერ-მინისტრი წერს, შეხვედრაზე საქართველო-სერბეთის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
„კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან. ვისაუბრეთ საქართველო-სერბეთის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობებზე“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.