ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისია არ შექმნას
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას არ მისცემენ.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მმართველი გუნდის პოზიცია უცვლელია.
„ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. ჩვენ კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სასამართლოს თემაზე არ შექმნას საგამოძიებო კომისია. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო კენჭი სამჯერ ვერ უყარეს.