ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ 50 დეპუტატს დამოუკიდებლად შეუძლია კომისიის შექმნა, ოპოზიციას ამისი უფლება აქვს
ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ 50 დეპუტატს დამოუკიდებლად შეუძლია კომისიის შექმნა, ოპოზიციას ამისი უფლება აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას აქვს უფლება, დამოუკიდებლად შექმნას კომისია.

მისივე თქმით, ნებისმიერი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ყველას ყველაფრის შესწავლა შეუძლია.

„ეს არის ოპოზიციის უფლება. ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ 50 დეპუტატს დამოუკიდებლად შეუძლია კომისიის შექმნა. ეს მათი უფლებაა და შეუძლიათ, კომისია შექმნან. ამ კომისიის მუშაობაში უმრავლესობაც ჩაერთვება. ნებისმიერი საგამოძიებო კომისიის მუშაობისას, ყველას ყველაფრის შესწავლა შეუძლია,“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ლელო“ პარლამენტისგან კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. კორუფციის ფაქტების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.